იტალიის ეროვნული ნაკრებისა და "რომას" მარცხენა მცველი - ლეონარდო სპინაცოლა, 311 დღიანი ტრავმის შემდეგ, მოედანს დაუბრუნდა.
ევრო 2020-ის ერთ-ერთმა მთავარმა აღმოჩენამ, იტალიის ნაკრების მარცხენა მცველმა - ლეონარდო სპინაცოლამ, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე 4 მატჩი ჩაატარა და ორჯერ საუკეთესო ფეხბურთელის წოდება დაიმსახურა, 1/4-ფინალში ბელგიასთან მატჩში უმძიმესი ტრავმა მიიღო - აქილევსის მყესი გაიწყვიტა. სწორედ ამ ტრავმის შემდეგ, 29 წლის მარცხენა მცველმა 9 მაისს, იტალიის სერია ა-ს, 36-ე ტურში პირველად ითამაშა.
"სპინამ" "ფიორენტინასთან" მატჩში ცვლილებიდან ითამაშა, მწვრთელმა იგი მოედანზე 90-ე წუთზე შემოიყვანა და 5 წუთის თამაში მოასწრო.
საბოლოოდ, "რომა" სტუმრად ფლორენციაში, ადგილობრივ "ფიორენტინასთან" 2:0 დამარცხდა.