Belive

"მას კლუბის დატოვება არ სურს" - ანჩელოტი ლუკა მოდრიჩზე

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მოდრიჩმა, რომელიც ახლა 38 წლისაა, გასულ ზაფხულს საუდის არაბეთიდან შეთავაზება მიიღო, მაგრამ ხორვატმა "ბერნაბეუზე" დარჩენა და კონტრაქტის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივება გადაწყვიტა. ლუკას მადრიდულ კლუბთან კონტრაქტი ზაფხულში ამოეწურება და თუ არაფერი შეიცვალა ის "რეალს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.  

მიუხედავად ამისა, მედიაში არ წყდება მითქმა-მოთქმა, რომ ლუკა კლუბს იანვარში დატოვებს. ამასთან დაკავშირებით კომენტარი კარლო ანჩელოტიმ გააკეთა. 

დატოვებას თუ არა ლუკა კლუბს იანვარში? არავითარ შემთხვევაში. შანსი არ არის. მას წასვლა არ სურს. ის ფიქრობს, რომ გუნდისთვის მნიშვნელოვანია და ამ აზრს ჩვენც ვიზიარებთ. მოხარულები ვართ, რომ მას შევინარჩუნებთ. - განაცხადა მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა

რამდენიმე დღის წინ იუგოსლავიისა და მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფორვარდმა პრედრაგ მიატოვიჩმა განაცხადა,რომ მესის ლუკა მოდრიჩის "ინტერ მაიამიში" ხილვა სურს.

სხვა სტატიები