სპალეტიმ ილდიზი და კვარაცხელია ერთმანეთს შეადარა
ლუჩიანო სპალეტიმ კენან ილდიზი და ხვიჩა კვარაცხელია ერთმანეთს შეადარა და მათ საერთო სათამაშო თვისებებს - შეტევაში თავისუფლად მოქმედებასა და სრულ არაპროგნოზირებადობას გაუსვა ხაზი. "ბებერი ქალბატონის" მთავარი მწვრთნელი, ქართველ ფეხბურთლს, ნაპოლიში მუშაობის პერიოდში წვრთნიდა და ხვიჩასთან ერთად, სერია ა-ც მოიგო. სპალეტის თქმით, ილდიზსაც, მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც 21 წლისაა, ზუსტად ისეთივე შემოქმედებითი თვისებები აქვს, როგორიც კვარაცხელიას.
თურქი ფეხბურთელი, გასულ სეზონში, იუვენტუსის შეტევის მთავარი ფიგურა იყო. ილდიზმა 14 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა. ამის მიუხედავად, ილდიზისთვის, მიმდინარე სეზონი ცუდად დაიწყო. ტურინელთა შემტევმა, აგვისტოში ფეხის ტრავმა მიიღო და მოედანს ხანგრძლივი დროით ჩამოშორდა. სპალეტი ახალგაზრდა შემტევის ინსტინქტებით აღფრთოვანებულია და მიიჩნევს, რომ ილდიზს იტალიურ ფეხბურთში, ყველაზე ორგანიზებული დაცვის წინააღმდეგაც ბრწყინვალედ შეუძლია თამაში. სპალეტიმ ამ საკითხებზე ინტერვიუშიც ისაუბრა.
ილდიზი ფეხბურთს ბრწყინვალებას მატებს. მისი თითოეული მოძრაობა გენიალურია და მოწინააღმდეგის დაცვას მარტივად არღვევს. როდესაც ის ბურთითაა, არავინ იცის შემდეგს რას გააკეთებს. ზოგჯერ, ვარჯიშზე ვხედავ, რომ მცველები მის მოძრაობას წინასწარ ხვდებიან, მაგრამ მაინც ვერ აჩერებენ. ის შემოქმედებითი ფეხბურთელია და მოულოდნელ გადაწყვეტილებებს იღებს. მე ის კვარაცხელიას ძალიან მაგონებს, ჩვენ შეგვიძლია ეს ორი ფეხბურთელი ერთმანეთს შევადაროთ. - ლუჩიანო სპალეტო
ტურინული გრანდი ამჟამად, სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზეა და სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, სეზონს კალიარისთან გასვლითი მატჩით დაიწყებს. იმ შემთხვევაში, თუ ილდიზს, სარეაბილიტაციო პერიოდის დროს, ფიზიკური პრობლემა არ შეექმნება, თურქი ფეხბურთელი მოედანს დეკემბერში დაუბრუნდება.
#Spalletti: "Si vive di Juventus, Yildiz rompe il sistema, mi ricorda Kvara"#SkySporthttps://t.co/tLx9RRVGKk
— skysport (@SkySport) October 4, 2026