სპალეტიმ ენცო ბეარზოტის სახელობის ჯილდო მიიღო - სპეციალისტმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
,,ნაპოლის'' მთავარ მწვრთნელს, ლუჩიანო სპალეტის, ენცო ბეარზოტის სახელობის ჯილდო გადაეცა, რომელსაც 2011 წლიდან იტალიის საუკეთესო მწვრთნელები იღებენ.
64 წლის სპეციალისტმა დაჯილდოების ცერემონიალზე ნეაპოლური გუნდის თავდამსხმელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:
,,როდესაც მისი ნიჭი დავინახეთ, ეჭვი არაფერში შემპარებია. რუსეთში მუშაობისას რამდენიმე მეგობარი შევიძინე და მათ კვარაცხელიას შესახებ ვკითხე, ყველამ მიპასუხა, რომ ის ძალიან ძლიერი იყო.
პრეზიდენტი მენდო, თუმცა, თავდაპირველად, ჰქონდა ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის ლიგაში ასპარეზობის გამო, ხვიჩას სერია A-ში თამაში დასაწყისში მაინც შეიძლებოდა გაჭირვებოდა. კვარაცხელიამ აშკარად დაამტკიცა, რომ საფეხბურთ საზღვრები შევიწროვდა,'' - სპალეტის სიტყვებს Football Italia ციტირებს.
სპალეტის გარდა, ენცო ბეარზოტის სახელობის ჯილდოს მფლობელები ჩეზარე პრანდელი, ვალტერ მაცარი, ვინჩენცო მონტელა, კარლო ანჩელოტი, მასიმილიანო ალეგრი, კლაუდიო რანიერი, მაურიციო სარი, ეუსებიო დი ფრანჩესკო, რობერტო მანჩინი, პაოლო როსი და რობერტო დე ძერბი არიან.
მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე ,,ნაპოლის” მაისურით ჩატარებულ 30 შეხვედრაში 14 გოლი და 14 საგოლე გადაცემაა.
.@sscnapoli | Luciano #Spalletti vince il Premio #Bearzot. Le parole dell’allenatore azzurrohttps://t.co/DDmy4Pszpf
— Gianluca Di Marzio (@DiMarzio) March 24, 2023