Belive

სპალეტი: ,,ზეიმი ცოტა ხნით გადაიდო, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ამ 2 ქულას მოვიპოვებთ''

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

,,ნაპოლის'' მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ, ,,სალერნიტანასთან'' გამართულ მატჩზე ისაუბრა:

,,გვინდოდა, რომ გამარჯვების გოლი ჩვენი გულშემატკივრების გამო გაგვეტანა. რაც შემეხება მე, ეს ჩემთვის მხოლოდ სიამოვნების გახანგრძლივებაა, რადგან ვერ ვიტყვი, რომ ცხრილის სათავეში ყოფნით თავს არაკომფორტულად ვგრძნობ... უბრალოდ, ზეიმი ცოტა ხნით გადაიდო, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ამ 2 ქულას მოვიპოვებთ.

თუ ,,ნაპოლი'' ჩემპიონი გახდება, ყველას, ვისაც სპორტის ეს სახეობა უყვარს, დამატებითი ენთუზიაზმი გაუჩნდება. ყველას, ვისაც ეს სპორტი უყვარს, ჩვენი ჩემპიონობა ესიამოვნება, თუ არ ჩავთვლით მათ, ვინც ცოტათი ძუნწია... ეს ყველაფერი არა ჩემი, არამედ ფეხბურთელების დამსახურებაა, რომლებიც ყოველთვის იმას აკეთებდნენ, რასაც მათგან ითხოვდნენ.

უჭირს თუ არა ,,ნაპოლის'' დაცვითი სტილის გუნდებთან თამაში? ამ სპორტში კრიტიკის თავიდან აცილების ერთადერთი გზა არსებობს - მწვრთნელობა უნდა აირიდო თავიდან... ჩემთვის ეს პრობლემა არ არის, ის უნდა გააკეთო რაც გჭირდება და მიზანი გოლის გატანა უნდა იყოს. როცა ისეთი შეხვედრებია, როგორიც დღეს იყო, უნდა ეცადო, რომ მათი დაცვის უკან ითამაშო. ახლა ის ხარისხი გვაკლია, რაც სეზონის სტარტზე გვქონდა, რადგან მარათონის მსგავსად, ბოლო კილომეტრი ყველაზე რთული გასავლელია,'' - განაცხადა სპალეტიმ.

იტალიის სერია A-ს 32-ე ტურში ,,ნაპოლიმ” ,,სალერნიტანას” უმასპინძლა, შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

32 ტურის შემდეგ ნეაპოლელებს 79 ქულა აქვთ და მეორეადგილოსან ,,ლაციოს” 18 ქულით უსწრებენ.

სპალეტის გუნდი მომავალ შეხვედრას 4 მაისს, ,,უდინეზეს” წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები