Belive

ოსიმენმა ალ ჰილალის შეთავაზებაზე უარი თქვა

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციის თანახმად, ვიქტორ ოსიმენმა "ალ ჰილალის" შეთავაზებაზე უარი თქვა. არაბულმა კლუბმა ნიგერიელ ფორვარდს წაყენებული პირობები ვერ დაუკმაყოფილა. ოსიმენმა მაღალი ხელფასი და სურვილის შემთხვევაში, კლუბიდან წასვლის პუნქტის კონტრაქტში ჩასმა მოითხოვა. აღსანიშნავია, რომ ნიგერიელისთვის ეს ბოლო პუნქტი ყველაზე მნიშვნელოვანია. თუ ვიქტორს არაბული კლუბი აღნიშნულ მოთხოვნას არ დაუკმაყოფილებს შეთანხმება ჩაიშლება.

რამდენიმე საათის წინ თავად რომანომ დაწერა, რომ "ნაპოლი" და "ალ ჰილალი" ყველაფერზე შეთანხმდნენ. თავად ფეხბურთელს თანხმობა არავისთვის განუცხადებია. როგორც იტალიელი წერდა ლონდონის "ჩელსიში" ტრანსფერის მოლოდინი ჯერ ისევ არსებობს.

სხვა სტატიები