სპალეტი: ,,თუ ეს მატჩი რაღაცებს გადაწყვეტს, თამაშის შემდეგ ქცევით და გართობით უნდა მოვიგოთ''
,,ნაპოლის'' მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ, ,,სალერნიტანასთან'' გასამართ მატჩზე ისაუბრა:
,,პაულო სოუზა (სალერნიტანას მწვრთნელი) სასიამოვნო, კულტურული ადამიანია, რომელსაც შვიდ თუ რვა ქვეყანაში უმუშავია. მას საფეხბურთო კულტურა აქვს და იცის, რისი გაკეთება სურს გუნდთან ერთად.
ვიცნობ მორგან დე სანტისს, ვიცი მისი პროფესიონალიზმისა და დონის შესახებ. ყველა კარგად ლაპარაკობს იერვოლინოზე (სალერნიტანას დირექტორი), მის იდეებზე, ასე რომ, რთული მატჩი გველის. თუმცა, ამ დაბრკოლების დასაძლევად მზად უნდა ვიყოთ.
თუ მოვიგებთ და ეს მატჩი რაღაცებს გადაწყვეტს, თამაშის შემდეგაც უნდა მოვიგოთ ქცევით და გართობით. ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს სპორტი ბავშვებს ეკუთვნით და ქუჩაში ყველა ბავშვით იქნება... არ შეიძლება, გააკეთო ისეთი რამ, რითაც სხვას საფრთხეს შეუქმნი, ამიტომ საღად უნდა ვიაზროვნოთ.
ქულები ჯერ კიდევ გვაკლია და არაფერი დასრულებულა. მახსოვს, როცა ,,ნაპოლიში'' მოსვლის შესახებ ოჯახში ვისაუბრე, ჩემმა შვილებმა, რომლებიც ახლა უკვე დიდები არიან, მითხრეს, რომ უარის თქმა არ შემეძლო, მაგრამ თუ ამას დავთანხმდებოდი, უნდა მომეგო...
თუ რაღაც ან ვიღაც გიყვარს, ერთადერთი რამ, რაც მას უნდა დაუთმო, არის დრო, რაც აჩვენებს თუ რამდენად გიყვარს ის... გუნდთან ერთად ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და იმდენი დრო დავხარჯეთ, რამდენიც შეგვეძლო,'' - სპალეტის სიტყვებს Football Italia ციტირებს.
დღეს, სერია A-ს 32-ე ტურში ,,ნაპოლი'' ,,სალერნიტანას'' უმასპინძლებს. მატჩი 17:00 საათზე დაიწყება. თუ ამავე ტურში ,,ლაციო'' ,,ინტერთან'' სტუმრად ქულებს დაკარგავს, სპალეტის გუნდი კი მოგებას შეძლებს, ნეაპოლელები სკუდეტოს დღესვე გაიფორმებენ.