კვარამ ნაპოლის მოაგებინა | რა შეფასება დაიმსახურეს ქართველებმა ერთმანეთის წინააღმდეგ?
იტალიის სერია A-ს მერვე ტურში "ემპოლიმ" "ნაპოლის" უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით, 0:1 დამარცხდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ, 63-ე წუთზე, პენალტის ნიშნულიდან გაიტანა.
პირველი ტაიმის განმავლობაში უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, ნაპოლის მეკარემ სამჯერ გადაარცინა საკუთარი გუნდი, ნეაპოლელებმა კი მხოლოდ ერთხელ დაარტყეს კარის მიმართულებით და ესეც არაზუსტი იყო. მძიმე შეხვედრაში სიტუაცია დიდად არც მეორე ტაიმში შეცვლილა, თუმცა ნაპოლიმ პენალტის მოპოვება და მისი რეალიზაცია შეძლო, შემდეგ კი ანგარიში შეინარჩუნა.
საბა გოგლიჩიძემ, ისევე როგორც ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყეს და ორივეს კარგი შეხვედრა გამოუვიდა. ხვიჩას 15-დან 13 ზუსტად შესრულებული პასი ჰქონდა (87%), კარისკენ კი პენალტის გარდა არ დაურტყამს. მისი შეფასება 6.7-ია.
გოგლიჩიძე დამაჯერებლად იდგა და რამდენიმე მნიშვნელოვანი დუელი მოიგო. იქამდე, სანამ პენალტი დაინიშნებოდა სიმეონეს მიერ კარში დარტყმული ბურთიც მან დაბლოკა. მისი გადაცემების სიზუსტე 89%-იანი იყო და კვარაზე მეტი შეფასებაც მიიღო - 6.8. ხვიჩა მოედნიდან 76-ე წუთზე გაიყვანეს, საბა კი 78-ზე, რადგან ემპოლის შეტევის გაძლიერება სჭირდებოდა.
ნაპოლი ცხრილის პირველ ადგილს 19 ქულით ინარჩუნებს, ემპოლის კი 10 ქულა აქვს და მე-11 პოზიციაზეა.