Belive

დაბრუნება სერია A-ში?! | იუვენტუსი და სპალეტი დღეს შეხვდებიან

1 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

იტალიის სერია A-ს მე-8 ტურის შეხვედრაში ლაციომ იუვენტუსი 1:0 დაამარცხა. ტურინულ გუნდს ცუდი პერიოდი უდგას, მათ ყველა ტურნირის ეგიდით ბოლო 8 მატჩში 5 ფრე და 3 მარცხი აქვთ.

იტალიურ წყაროებში ბოლო დროს ხშირად იწერებოდა იუვენტუსის მთავარი მწვრთნელის, იგორ ტუდორის გათავისუფლების შესახებ, ასეც მოხდა - 47 წლის ხორვატი კლუბიდან გაათავისუფლეს, მას წარუმატებელი პერიოდი აღარ აპატიეს.

იტალიურ პრესაში აქტიურად იწერება, რომ იუვენტუსის ახალ მთავარ მწვრთნელად, ძალიან გამოცდილ - ლუჩანო სპალეტის განიხილავენ, რომელმაც პირველადი ინფორმაციით, იუვენტუსის წინადადება განიხილა და მზად არის, რომ კლუბი ჩაიბაროს. ამ საკითხზე კი 'ბებერი ქალბატონების' მესვეურები და ძალიან გამოცდილი 66 წლის იტალიელი დღეს შეხვდებიან.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლუჩანო სპალეტიმ და იუვენტუსმა უკვე შეათანხმეს კონტრაქტის პირობები, 66 წლის მწვრთნელი კლუბთან 1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, რომლის გათვალისწინებითაც, სასურველი შედეგის მიღწევის შემთხვევაში, +2 წლიან კონტრაქტს შესთავაზებენ.

შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტი წლების განმავლობაში: ემპოლის, სამპდორიას, ვენეციას, უდინეზეს, რომას, ზენიტის, ინტერისა და ნაპოლის მწვრთნელი იყო, ბოლოს კი 2023-2025 წლებში იტალიის ეროვნულ ნაკრებში იმუშავა.

მან 2022/2023 წლების სეზონში ნაპოლისთან ერთად სკუდეტო მოიგო, შემდეგ კი იტალიის ნაკრებში მიაშურა, თუმცა ივნისიდან იგი გუნდის გარეშეა.

რაც შეეხება 'ბებერ ქალბატონს', იუვენტუსი სერია A-ს ცხრილში 12 ქულით მე-8 ადგილზეა (3 მოგება, 3 ფრე, 2 მარცხი), ჩემპიონთა ლიგაზე კი ტურინული გუნდი მოგების გარეშეა და 2 ქულით (2 ფრე, 1 მარცხი) 25-ე პოზიციას იკავებს.

სხვა სტატიები