სპალეტი: ,,ქომაგებს სკუდეტოს მოგება სურთ, მაგრამ ოთხეულში მოხვედრაც რთულია''
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,ყველა ელოდება, რომ ჩვენ სვლას იმავე გზით განვაგრძობთ, მაგრამ ადვილი არ იქნება. სიახლე არ არის, რომ გულშემატკივრებს სკუდეტოს მოგება სურთ, თუმცა, სინამდვილეში, ტოპ ოთხეულში მოხვედრაც კი რთულია. სეზონის სტარტზე ჩვენ არ გვექნება 9-ქულიანი უპირატესობა იუვენტუსთან, რომასთან და ლაციოსთან, მაგრამ ძლიერ გუნდებთან კონკურენცია შეგვიძლია - ამისთვის ისე კარგად თამაშია საჭირო, როგორც გასულ სეზონში. შარშან დიდი წარმატება გვქონდა, მთელი სეზონის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგის ზონაში ვიყავით, მაგრამ იყო მატჩები, რომლებშიც მეტის მიღწევა შეგვეძლო,'' - სპალეტის სიტყვებს Sky Sport Italia ციტირებს.გასულ სეზონში ,,ნაპოლიმ'' სერია ა 79 ქულით მესამე ადგილზე დაასრულა და ჩემპიონ ,,მილანს'' 7 ქულით ჩამორჩა. იტალიურმა გუნდმა რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.