Belive

ნაპოლის ყოფილი ფეხბურთელი კვარაზე: ,,უმაღლესი დონის ფეხბურთელში ეჭვი არასდროს უნდა შეიტანო!''

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლის'' ყოფილმა ფეხბურთელმა, ჯოვანი იმპროტამ, ,,სასუოლოსთან მოგებული მატჩის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:

,,ეს მატჩი ნაპოლისთვის, შესაძლოა, გარდამტეხი იყოს. არ შეიძლება, რომ გუნდი წარმატებული სეზონის შემდეგ, ასე დაიკარგოს. შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ და გუნდისთვის ვითამაშოთ... ჩვენი ბოლო იმედი ჩემპიონთა ლიგაა, სადაც ფეხბურთელების სტიმული უფრო დიდია, ვიდრე სერია A-ში.

კვარაცხელია ისეთივე მწვავე არ არის? უმაღლესი დონის ფეხბურთელებში ეჭვი არასდროს უნდა შეიტანო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს მათ თავდაჯერებულობას უკარგავს, რაც შემდეგ ჩვეულ თამაშში ხელს უშლით. ქართველი დათრგუნული იყო ორი მიზეზით - შეუსრულებელი დაპირებებისა და სადამსჯელო შეცვლის გამო.'' - ჯოვანი იმპროტა

იტალიის სერია A-ს 21-ე ტურში (გადადებული მატჩი) ,,ნაპოლიმ” ,,სასუოლო'' სტუმრად 6:1 დაამარცხა. მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ დუბლი გაიფორმა და საგოლე გადაცემა მიითვალა.

26 ტურის შემდეგ, ,,ნაპოლი” 40 ქულით სატურნირო ცხრილის მეცხრე პოზიციაზეა.

ფრანჩესკო კალცონას გუნდი მომდევნო მატჩს 3 მარტს ტურინის ,,იუვენტუსის'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები