კვარა Top 5-ში! იანვრის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერები
ხვიჩა კვარაცხელია მალე ,,პარი სენ ჟერმენთან'' 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. უკვე ცნობილია, რომ პარიზული კლუბი ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს გადაიხდის.
შედეგად, კვარას ტრანსფერი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ყველაზე ძვირადღირებულ გარიგებებს შორის მე-5 ადგილს დაიკავებს. ამ მხრივ პირველ ადგილს ფილიპე კოუტინიო იკავებს, რომლის სანაცვლოდაც ,,ბარსელონამ'' ,,ლივერპულს'' 135 მილიონი ევრო გადაუხადა.

საინტერესოა, რომ უშუალოდ სერია A-ში ხვიჩას ტრანსფერი ზამთრის ტრანსფერებს შორის მე-2 ყველაზე ძვირადღირებული იქნება. პირველ პოზიციაზე დუშან ვლაჰოვიჩია - სერბი ,,იუვენტუსმა'' ,,ფიორენტინადან'' 83.5 მილიონად იყიდა.

დღეს იტალიურ მედიაში დაიწერა, რომ კვარაცხელია ,,პსჟ-ში'' ხელფასის სახით 11 მილიონ ევროს მიიღებს. შედარებისთვის, ,,ნაპოლიში'' მისი ანაზღაურება 1.8 მილიონი ევრო იყო.
მიმდინარე სეზონში ხვიჩას ანგარიშზე ნეაპოლელთა მაისურით ჩატარებულ 19 შეხვედრაში 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.
Kvaratskhelia pronto a scrivere una nuova pagina della storia 📚 del calciomercato invernale 🛒❄, non solo per quanto riguarda la Serie A.https://t.co/sh3IZle1bo
— Transfermarkt.it (@TMit_news) January 15, 2025