Belive

სპალეტი: ,,ფეხბურთელი ცალი ყურით ქომაგების ხმას უსმენს, მეორით კი მწვრთნელის მითითებებს''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლის'' მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ, ,,სპეციასთან'' გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,რთულ მოედანზე რთული მატჩისთვის კონცენტრირებულნი უნდა ვიყოთ. ჩვენთვის მეტოქე მთავარ არსს არ ცვლის, მოსაპოვებელი ყოველთვის 3 ქულაა.

გულშემატკივრები? უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენი სამუშაო შევასრულოთ. ფეხბურთელი ცალი ყურით ქომაგების ხმას უსმენს, მეორით კი მწვრთნელის მითითებებს.

უნდა გავაცნობიეროთ, რომ ისტორიის დაწერა მხოლოდ ფაქტებს და შედეგებს შეუძლია და შედეგის მიღება ბოლომდე უნდა გავაგრძელოთ,'' - განაცხადა სპალეტიმ.

ხვალ, სერია A-ს 21-ე ტურში, ,,სპეცია'' ,,ნაპოლის'' უმასპინძლებს, მატჩი 15:30 საათზე დაიწყება.

20 ტურის შემდეგ სპალეტის გუნდს 53 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა.

სხვა სტატიები