Belive

სპალეტი: ,,მე კვარაცხელიას პირველი დამცველი ვარ''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლის'' მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ, ,,სამპდორიასთან'' მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:

,,ნამდვილ კვარაცხელიას მალე ვიხილავთ, მას ,,ინტერთან'' ცუდად არ უთამაშია. სივრცეებს ეძებდა, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და თავდაჯერებულად ითამაშა. მე მისი პირველი დამცველი ვარ.

გვინდა, რომ რთული მეტოქეების წინააღმდეგ გამარჯვების სურვილით ვითამაშოთ. შემდეგ თამაშში 3-4 ცვლილება იქნება,'' - სპალეტის სიტყვებს Football Italia ციტირებს.

სერია A-ს 16 ტურის შემდეგ, ,,ნაპოლის'' 41 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა. სპალეტის გუნდი ხვალ ,,სამპდორიას'' ესტუმრება.

მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას ანგარიშზე ნეაპოლური კლუბის მაისურით ჩატარებულ 18 შეხვედრაში 8 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები