Belive

სპალეტი: ,,ლეჩესთან მოგება მომავალი მატჩის წინ მშვიდად ყოფნის საშუალებას გვაძლევს''

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

,,ნაპოლის'' მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ, ,,ლეჩესთან'' მოგებული მატჩი შეაფასა. იტალიელმა სპეციალისტმა ვიქტორ ოსიმენის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა:

,,ვია დელ მარე სათამაშოდ რთული ადგილია და ,,ლეჩეს'' დიდი მეტოქეების წინააღმდეგ აქ კარგი შედეგები აქვს, რადგან ეს კარგადორგანიზებული გუნდია, რომელიც მნიშვნელოვან მომენტებში მაქსიმუმს აკეთებს.

მარკო ბარონის ვუთხარი, რომ მის გუნდს ვიცნობდით და სახლში ქულების წაღება იოლი არ იქნებოდა. გვყავდა რამდენიმე ფეხბურთელი, რომელიც ბოლომდე მზად არ იყო, ამიტომ მიღწეული შედეგი მომავალი მატჩის წინ მშვიდად ყოფნის საშუალებას გვაძლევს.

ოსიმენს თამაში ყველა შეხვედრაში სურს, მაგრამ სიტუაცია გულდასმით უნდა შეფასდეს. სეზონის დასკვნითი ნაწილის წინ გარისკვა არ ღირს, ამიტომ ექიმებმა სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, როცა ცოტა ხნით თამაში აუკრძალეს. ახლა უნდა ვნახოთ, რა რეაგირება ექნება ოდნავ ძლიერ დატვირთვაზე, რადგან აქამდე მხოლოდ მსუბუქად ირბინა. მის გარეშე თამაში რთულია, რადგან შეუძლია მცველები თავისკენ მიიზიდოს, რაც თანაგუნდელებისთვის სივრცეებს აჩენს,'' - განაცხადა სპალეტიმ.

სერია A-ს 29-ე ტურში ,,ნაპოლიმ'' ,,ლეჩეს'' სტუმრად 2:1 მოუგო. 29 ტურის შემდეგ ნეაპოლელებს 74 ქულა აქვთ და მეორეადგილოსან ,,ლაციოს'' 19 ქულით უსწრებენ.

სპალეტის გუნდი მომავალ მატჩს ოთხშაბათს, 12 აპრილს, ,,მილანთან'' სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები