Belive

ნაპოლი და ატალანტა 24 წლის ნახევარმცველის შესაძენად იბრძვიან

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ანტონიო კონტეს მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის შემდეგ, "ნაპოლი" სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობს. ნეაპოლიანელები ამჯერად 24 წლის ნახევარმცველის მარკო ბრეშიანინის შეძენას ცდილობენ და ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, ოფიციალური წინადადებაც გაამზადეს.

ფაბრიციო რომანო აღნიშნავს, რომ "ნაპოლი" მზადაა "ატალანტას" წინადადება დაჩრდილოს და "ფროზინონეს" 12 მილიონი ევრო გადაუხადოს, რომელსაც სამომავლო ბონუსების სახით, შესაძლოა კიდევ რამდენიმე მილიონი დაემატოს. "პარტენოპეის" მომგებიან პოზიციაში ის გარემოებაც აყენებს, რომ ნახევარმცველს "ნაპოლიში" გადასვლა სურს და მოლაპარაკებებსაც აწარმოებს.

აღსანიშნავია, რომ კლუბებს შორის მიღწეული გარიგების შედეგად, "ფროზინონე" ვალდებულია მარკო ბრეშიანინის ტრანსფერის 50% "მილანს" გადაურიცხოს.

სხვა სტატიები