Belive

დე ლაურენტისი: "დე ბრუინემდე ნეიმარის ტრანსფერზე ვმუშაობდი, თუმცა მან ძალიან გამაბრაზა"

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ერთ-ერთი ყველაზე სანდო და ცნობილი იტალიური სპორტული გამოცემა " La Gazzetta dello Sport"-ის ინფორმაციით, მანამ, სანამ ნაპოლი დე ბრუინეს ტრანსფერზე მუშაობას დაიწყებდა, მათ ყველანაირი სატრანსფერო დეტალი შეთანხმებული ჰქონდათ ნეიმართან, თუმცა ტრანსფერს ხელი თავად ფეხბურთელმა შეუშალა.

ამ ფაქტის შესახებ, ნაპოლის პრეზიდენტმა - აურელიო დე ლაურენტისმაც ისაუბრა.

"მაშინ, როდესაც ნეიმარზე დაიწერა, რომ საუდის არაბეთს ტოვებდა და კარიერის გაგრძელება სხვაგან სურდა, დაახლოებით ამ დროს დავიწყეთ ბარსელონასა და პსჟ-ს ყოფილი ვარსკვლავის პოტენციური ტრანსფერის განხილვა.

ამ ტრანსფერზე პირადად ვმუშაობდი მეც და ჩვენი სპორტული დირექტორი - ჯოვანი მანა, ამ ყველაფერთან ერთად კი ამ ტრანსფერზე ასევე მუშაობდა ანტონიო კონტე, რომელიც პირადად იყო ტრანსფერის დეტალებში ჩართული.

ნეიმარს ვესაუბრე, იგი ყოყმანობდა და არ იცოდა, უნდოდა თუ არა ევროპაში თამაშის გაგრძელება. ბოლო საუბრის დროს მან ძალიან გამაბრაზა - დავურეკე და საბოლოო პასუხი მოვთხოვე, მითხრა რომ დღის ბოლომდე მიპასუხებდა, თუმცა გაქრა და მოგვიანებით საერთოდ აღარ გამოჩნდა...

იმ დღესვე ვიფიქრე და დავივიწყე მისი ტრანსფერი, რის შემდეგაც დე ბრუინეზე გადავერთეთ და შედეგიც სახეზეა..." - აურელიო დე ლაურენტისი

საბოლოოდ, ნაპოლიმ შეთანხმებას დე ბრუინთან მიაღწია, რომელიც პრემიერ ლიგაში 10-წლიანი თამაშის შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით ნეაპოლში გადავიდა.

34 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში სერია A-ს ექვსიდან ხუთ მატჩში სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა, სამი გოლი გაიტანა და ჩემპიონთა ლიგაზე ორ მატჩში უკვე ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.

სხვა სტატიები