Belive

სპალეტი: ,,ლაციოს გოლი? კვარაცხელია სწორად მოიქცა''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლის'' მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ, ,,ლაციოსთან'' მატჩში გაშვებულ გოლზე ისაუბრა:

,,ლაციოს გოლი? კვარაცხელია სწორად მოიქცა, რადგან თანაგუნდელების დახმარება სურდა და დაცვაში ჩამოვიდა. შემდეგ კი ვესინომ იმ სანტიმეტრიან ნაპრალს მიაგნო, რომელსაც მხოლოდ მისნაირი ძლიერი მოთამაშეები პოულობენ.

შეიძლებოდა, მატჩი ფრედ დასრულებულიყო, რაც უფრო სამართლიანი შედეგი იქნებოდა, თუმცა ჩვენც არაერთხელ მოვიგეთ მაშინ, როცა, შესაძლოა, ფრე უფრო სამართლიანი შედეგი იყო. გასახდელში ბიჭები ძალიან დამწუხრებულები იყვნენ, ყველა შევაქე, რადგან მათ მაქსიმუმი გააკეთეს,'' - განაცხადა სპალეტიმ.

სერია A-ს 25-ე ტურში ,,ნაპოლიმ” ,,ლაციოს” უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.

სპალეტის გუნდს 65 ქულა აქვს და მეორეადგილოსან ,,ლაციოს” 17 ქულით უსწრებს.

სხვა სტატიები