Belive

ლუის ენრიკე: "ამ სეზონში ყველაზე უარესად ვითამაშეთ"

4 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

პსჟ-ს მთავარი მწვრთნელი, ლუის ენრიკე ლიგა 1-ში გუნდის სეზონის მეორე მატჩის წაგების (0:1) შემდეგ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ ეს ყველაზე უარესი თამაშია, რომელიც მისმა გუნდმა ამ სეზონში აჩვენა.

"არცერთ გუნდს არ უჩვენებია მაღალი დონის თამაში, მაგრამ მონაკომ საქმე ჩვენზე უკეთ გააკეთა. ინდივიდუალური შეცდომების დიდი რაოდენობის გამო რიტმის პოვნა გაგვიჭირდა. ვფიქრობ, ეს ჩვენთვის სეზონის ყველაზე ცუდი მატჩია. საბაბი არ მაქვს. მონაკოელები გამარჯვებას ჩვენზე მეტად იმსახურებდნენ", - ამბობს ლუის ენრიკე.

პსჟ-ს ლიგა 1-ში 14 ტურის შემდეგ 30 ქულით სატურნირო ცხრილში საწყისი პოზიცია უკავია და უახლოეს მდევარ მარსელს მინიმალური სხვაობით უსწრებს. შემდეგი მატჩი ხვიჩა კვარაცხელიას გუნდმა 6 დეკემბერს, რენთან, საშინაო კედლებში უნდა ჩაატაროს.

სხვა სტატიები