Belive

სპალეტი: ,,კვარაცხელიამ ივარჯიშა და კარგად გამოიყურებოდა''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლის'' მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ, ,,კრემონეზესთან'' მატჩის წინ, გუნდში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა:

,,ხვალ სტადიონზე შესანიშნავი ატმოსფერო იქნება. რთული შეხვედრა გველის, რომელშიც ბევრი ინდივიდუალური ორთაბრძოლის მოგებაა საჭირო. მატჩს უნდა შევხვდეთ იმ განწყობით, რომელიც ბოლო ორი დღის განმავლობაში ვარჯიშზე გვქონდა.

მუშაობა უნდა გავაგრძელოთ, რადგან წინ ბევრი დაბრკოლება გველის და უნდა დავამტკიცოთ, რომ მათი გადალახვა შეგვიძლია. გასახდელში ეიფორია არ არის, უბრალოდ, ვაცნობიერებთ, რომ რაღაც მნიშვნელოვანს ვაკეთებთ. ეიფორიას ვერც გულშემატკივრებში ვხედავ, რადგან ყველამ ვიცით, რომ სტაბილურობა უნდა შევინარჩუნოთ. ჯერჯერობით ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის.

რაც შეეხება კვარაცხელიასა და ზელინსკის მდგომარეობას, კვარამ ივარჯიშა და ძალიან კარგად გამოიყურებოდა, ზელინსკიც ჩვენს განკარგულებაშია. დღეს ყველამ ივარჯიშა, 12-12-ზე ვითამაშეთ, რადგან ორით მეტი ფეხბურთელი გვყავდა,'' - განაცხადა სპალეტიმ.

სერია A-ს მე-9 ტურში ,,ნაპოლი'' ,,კრემონეზეს'' ესტუმრება. მატჩი ხვალ, 20:00 საათზეა ჩანიშნული.

8 ტურის შემდეგ სპალეტის გუნდი 20 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა.


ხვიჩა კვარაცხელიამ მისთვის იდეალური ფეხბურთელი დაასახელა და ანჩელოტის მადლობა გადაუხადა


სხვა სტატიები