Belive

სპალეტი: ,,კვარაცხელია თავს კარგად გრძნობს და ტკივილი აღარ აწუხებს''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლის'' მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ, ,,ანტალიასპორთან'' მოგებული მატჩი შეაფასა:

,,რასპადორის ქებას ვეთანხმები - როცა თავმდაბალი ხარ და გინდა, გუნდს დაეხმარო, შეგიძლია, ნებისმიერი როლი შეასრულო. ამ ამხანაგურ მატჩში გამიხარდა ისეთი ფეხბურთელების გაცნობა, როგორებიც ფერნანდო და ლუის ადრიანო (ანტალიასპორი) არიან, ისინი ,,შახტარში'' თამაშისას მინახავს. ეს მნიშვნელოვანი ტესტი იყო, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ მზადება გავაგრძელოთ.

კვარაცხელია? თავს კარგად გრძნობს, დაბრუნდა და ზურგის ტკივილი აღარ აწუხებს. ასევე, ამ საღამოს მან თავისი თვისებები გამოავლინა და მოხარული ვარ, რომ გუნდს დაუბრუნდა.

თურქეთი მოსამზადებლად შესანიშნავი ადგილია. მოედანი იდეალური არ იყო, ამიტომ ტექნიკურ ფეხბურთელებს გაუჭირდათ. არ მომეწონა, რომ ზოგიერთ მომენტში პრესინგს მთელი გუნდით არ ვცდილობდით, თუმცა კარგი იყო თამაშის ჩვეული სიჩქარე.

ფეხბურთელები, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატიდან ბრუნდებიან, თავს კარგად გრძნობენ და ამ მომენტისთვის ისვენებენ,'' - განაცხადა სპალეტიმ.

ამხანაგურ შეხვედრაში ,,ნაპოლიმ'' ,,ანტალიასპორს'' 3:2 მოუგო. მომდევნო მატჩს სპალეტის გუნდი კვირას, 11 დეკემბერს, ,,კრისტალ პალასის'' წინააღმდეგ გამართავს.

მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს Live.ge-ს იუთუბ არხზე იხილავთ.

სხვა სტატიები