სპალეტი: "კვარაცხელია სრულყოფილი მოთამაშეა, თუმცა მას კიდევ უფრო გაუმჯობესება შეუძლია"
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"მომენტებში მან აჩვენა, რომ ის მსუბუქად ეკიდებოდა ზოგიერთ სიტუაციას, ეს კი იმაზე მიანიშნებს რომ შემდგარი და სრულყოფილი ფეხბურთელია და გამორჩეული ტექნიკა აქვს. მან გუნდის კარგ თამაშში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა და ლამაზი გოლი გაიტანა, თანაც ეს თავით გააკეთა და მნიშვნელოვანია, რომ ეს მისი საუკეთესო თვისება არ არის. მან მცირედი კუნთის დაზიანება იგრძნო, თუმცა სერიოზული არაფერია. კვარაცხელიას კიდევ უფრო გაუმჯობესება შეუძლია", - თქვა გამოცდილმა იტალიელმა სპეციალისტმა.შემდეგ შეხვედრას ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი სერია A-ში 21 აგვისტოს "მონცას" წინააღმდეგ გამართავს.