Belive

სპალეტი: ,,კვარაცხელია და ოსიმენი შეტყობინებას საფეხბურთო სამყაროს უგზავნიან''

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

,,ნაპოლის'' მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ, ,,აინტრახტთან'' გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,ჩემს ფეხბურთელებს ძალიან კარგად ვიცნობ, ვიცი, როგორები არიან ისინი. ვიმედოვნებ, რომ ამ თამაშს კარგად გაუმკლავდებიან. ,,აინტრახტი'' კარგი გუნდია, რომელმაც მოედანზე თავისი საქმე იცის. ვიცით, რომ ამ ტურნირზე პოტენციალი გვაქვს, ისევე, როგორც ,,აინტრახტს''. მნიშვნელოვანი მატჩია და ნერვიულობის უფლება არ გვაქვს. შეტევასა და დაცვაში კარგად უნდა ვითამაშოთ. მათ პლეი-ოფში თამაშის ჩვენზე დიდი გამოცდილება აქვთ, ვეცდებით, ვითამაშოთ ისე, რომ არ ვიფიქროთ იმ მცირე უპირატესობაზე, რაც სერია A-ში გვაქვს.

სიმწიფესთან დაკავშირებით, შემიძლია, ოსიმენის მაგალითი მოვიყვანო. როგორც კი ,,სასუოლოსთან'' მატჩში მცირე პრობლემა იგრძნო, სიტუაცია სწორად შეაფასა და შეცვლა მოითხოვა. მას და კვარაცხელიას აქვთ უნარი, ფანტაზია და ხარისხი, რითაც შეტყობინებას მთელ საფეხბურთო სამყაროს უგზავნიან. ამავე დროს, ისინი ჯერ კიდევ ახალგაზრდები არიან. დე ლაურენტისმა და ჯუნტოლიმ ისინი დიდი სიიდან აარჩიეს. დარწმუნებული ვარ, ხვალ სწორი დამოკიდებულება ექნებათ,'' - განაცხადა სპალეტიმ.

იტალიელ სპეციალისტს ჟურნალისტებმა სკუდეტოს შესაძლო მოგებაზეც ჰკითხეს, რაზეც სპალეტიმ უპასუხა:

,,თქვენი არ მჯერა. ჯერ კიდევ ვფიქრობ სეზონის სტარტზე დასმულ შეკითხვებზე, როცა ფიქრობდით, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავიდოდით. ახლა პირიქით ამბობთ.''

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ,,აინტრახტი” ,,ნაპოლის” უმასპინძლებს, მატჩი ხვალ, 00:00 საათზეა ჩანიშნული.

სხვა სტატიები