Belive

ნაპოლი ვიქტორ ოსიმენთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიური მედიის ინფორმაციით, "ნაპოლი" გუნდის მიმდინარე სეზონის საუკეთესო ბომბარდირთან, ვიქტორ ოსიმენთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ნეაპოლიტანელთა პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს ნიგერიელთან კონტრაქტის გაგრძელება სურს.

ცნობილი ხდება ისიც, რომ თუ ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმება ვერ მოხერხდა, მაშინ ვიქტორ ოსიმენის სატრანსფერო ფასი 150 მილიონი ევრო იქნება.

რამდენიმე თვის წინ, "ნაპოლის" მმართველმა თქვა, რომ მას ვალები არ აქვს, რათა ძვირფასი სამკაულები, როგორიც ნიგერიელი თავდამსხმელი და ხვიჩა კვარაცხელია არიან, გაყიდოს.

24 წლის ფეხბურთელმა, რომელიც "ნაპოლის" 2020 წლის 1 სექტემბერს შეუერთდა, 93 შეხვედრაში 54 გოლის გატანა და 14 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები