Belive

სპალეტი ესპანეთთან შეხვედრაზე: ,,ეს ჩემი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია''

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ, ესპანეთთან გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,სასტარტო თერთმეტეული ხვალ მეცოდინება. ეს ჩემი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია. ესპანეთს ყოველთვის ერთი სტილი აქვს, დროთა განმავლობაში ისინი ერთსა და იმავე ფილოსოფიას ინარჩუნებდნენ. ჩვენი იდეა კი მხოლოდ ფეხბურთის თამაშია. მაინტერესებს, როგორ გავართმევთ თავს მათ პრესინგს.

სულისკვეთება უნდა გამოვავლინოთ და ვეცადოთ, რომ საკუთარი ფეხბურთი ვითამაშოთ!

იამალი? ის ძალიან კარგია, როცა უტევს. თანამედროვე ფეხბურთში მხოლოდ შეტევაზე ფოკუსირება სულ რამდენიმე ფეხბურთელს შეუძლია და მათ დიდებული თვისებები აქვთ. ესპანელმა გარემარბებმა ხორვატიასთან უმაღლეს ტემპში ითამაშეს.

ჩვენ პატივს ვცემთ ესპანეთს და ამ ნაკრების ისტორიას, მაგრამ არ ვფიქრობთ, რომ ისინი ახლა იმაზე უფრო ძლიერები არიან, ვიდრე ადრე იყვნენ.

მეტოქეზე ზეწოლას უნდა ვეცადოთ, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ესპანეთი ბურთს არასდროს დაკარგავს.

ვერ ვიტყოდი, რომ ჩემთვის ეს თამაში დერბია. ევროპის ჩემპიონატზე თითოეული მატჩი ფინალის ტოლფასია. საკუთარ თავს ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდთან გამოვცდით. დარწმუნებული ვარ, თუ ბურთს დავთმობთ, ეს ჩვენთვის ცუდად დამთავრდება. - ლუჩიანო სპალეტი

ხვალ, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, ერთმანეთს იტალიისა და ესპანეთის ნაკრებები შეხვდებიან. მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები