Belive

"კვარას სწორედ ეს მახასიათებლები ჰქონდა" - სპალეტის ილდიზზე საუბრისას ქართველი გაახსენდა

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იუვენტუსის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ ჩემპიონთა ლიგაზე გასამართ მატჩამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა, სადაც ტურინული გუნდის ამომავალი ვარსკვლავი, კენან ილდიზი ხვიჩა კვარაცხელიას შეადარა.

საწყის ეტაპზე, ზოგადად მოთამაშეს ვეკითხები თუ სად გრძნობს თავს კომფორტულად და რას ისურვებდა, რომ მისთვის გამეკეთებინა. კენანი ამბობს, რომ მას მოსწონს მარცხენა ფლანგზე თამაში და ცენტრისკენ გადანაცვლება, ორივე კარგია, მაგრამ ის უფრო კარგად თამაშობს მეორე თავდამსხმელად ან ფლანგზე. რაც შეიძლება ილდიზისთვის ცოტათი შემაწუხებელი გახდეს არის 100-მეტრიანი სპრინტები, რადგან თანამედროვე ფეხბურთში ეს დამკვიდრებული პრაქტიკაა, რომ მოთამაშე დაცვაში უნდა დაბრუნდეს.

ხვიჩა კვარაცხელიას სწორედ ეს მახასიათებლები ჰქონდა, კიდევ ერთ-ერთი ასეთი ფეხბურთელი დი ნატალე იყო, რომელიც ყურადღების ცენტრში ნაკლებად ექცეოდა, მაგრამ წარმოუდგენელი ნიჭით გამოირჩეოდა. მწვრთნელის ბედნიერება ისაა, რომ ასეთ დეტალებს ვარჯიშებზე ხედავს და გულშემატკივრებს ამის საშუალება ნაკლებად ეძლევათ, ახლა სოციალური ქსელებში ყველა ვიდეო ვრცელდება, ილდიზიც სწორედ ასეთი ფეხბურთელია ის სეზონის ბოლოს ყველა ინსტაგრამ გვერდზე იქნება. - ლუჩიანო სპალეტი

შეგახსენებთ, რომ ლუჩიანო სპალეტი ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიში 2022/23 წლების სეზონში წვრთნიდა, სადაც სკუდეტოს მოგებაც მოახერხა. რამდენიმე დღის წინ კი იტალიელი სპეციალისტი ტურინის იუვენტუსის მთავარი მწვრთნელი გახდა.

დღეს, იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში გიორგი ქოჩორაშვილის სპორტინგს დაუპირისპირდება. მატჩი 23:55 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები