ევრო 2024 | საქართველო VS ჩეხეთი - ყველაფერი მატჩის შესახებ
საქართველოს ეროვნული ნაკრები თავის სადებიუტო 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრისთვის ემზადება. ჩვენი ნაკრები 22 ივნისს, თბილისის დროით 17:00 საათზე ჩეხეთს დაუპირისპირდება.
უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს ნაკრები ჩეხეთს ისტორიაში არასდროს შეხვედრია, ამიტომ გუნდებს შორის ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა არ არსებობს.
ევრო 2024-ზე ჯგუფური ეტაპის პირველი შეხვედრა გუნდებმა მარცხით დაიწყეს, ჩვენი ნაკრები თურქეთთან მძიმე, დაძაბულ და კონკურენტულ ბრძოლაში 3:1 დამარცხდა, ბოლო წუთამდე საქართველო შანსს ინარჩუნებდა, მაგრამ კონტრშეტევაზე თურქეთის ნაკრებმა მესამე გოლი გაიტანა. - რაც შეეხება ჩეხეთის ნაკრებს ისინი ფავორიტ პორტუგალიასთან ბოლო წუთზე გატანილი გოლით 2:1 დამარცხდნენ.
პირველი მატჩების სტატისტიკური მონაცემები როგორც ერთი, ასევე მეორეს ასე გამოიყურება:
მოკლედ, მეორე შეხვედრას ორივე გუნდი მარცხით იწყებს, მაგრამ ერთადერთი ფაქტორის გათვალისწინებით ცხრილში ჩეხეთი ჩვენზე წინაა, რადგან ბურთების უკეთესი თანაფარდობა აქვს, მათი მაჩვენებელი -1-ია, ხოლო ჩვენი -2.
ცხრილში მდგომარეობა ასე გამოიყურება:
ჯგუფში ყველაფრის შეცვლა ძალიან რეალურია, რადგან 2 ტურია დარჩენილი და 1 მოგებაც ცვლის მდგომარეობას. ჩვენი ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესი და მთავარი მატჩი ხვალ გაიმართება და გვჯერა, აუცილებლად მივაღწევთ წარმატებას. პირველი შეხვედრიდანაც, თურქეთის წინააღმდეგ ნათლად გამოჩნდა, რომ საქართველოს ბრძოლა და თავდადება თითოეული ქულისთვის შეუძლია. 3 ქულის მოპოვების შემთხვევაში ჩვენს ნაკრებს შანსი ექნება, რომ ჯგუფიდან მესამე ადგილით გავიდეს.