სპალეტი: "ძალიან მინდა, რომ პრემიერ ლიგაში ვიმუშავო"
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
66 წლის იტალიელმა მწვრთნელმა - ლუჩანო სპალეტიმ, ინგლისური ფეხბურთისადმი აღფრთოვანებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ლიგის მომთხოვნი ტემპი და ტაქტიკური მრავალფეროვნება, მისი შეტევითი ფილოსოფიისთვის საინტერესო გამოწვევა იქნებოდა.
„პრემიერ ლიგა არის ფანტასტიკური შეჯიბრი უნიკალური ატმოსფეროთი, შესანიშნავი მწვრთნელებითა და წარმოუდგენელი ინტენსივობით. არაფერი მაქვს დასამალი და გეტყვით, რომ სანამ პენსიაზე გავალ, ძალიან მინდა რომ პრემიერ ლიგაში ვიმუშავო."
- ლუჩანო სპალეტი
მისმა გაკეთებულმა კომენტარმა გამოიწვია სპეკულაციები იმის შესახებ, თუ სად შეიძლება მივიდეს ის, თუ ამ ნაბიჯის გადადგმას გადაწყვეტს.
იტალიაში მისი გამოცდილებისა და შემტევი ფეხბურთის განვითარების რეპუტაციის გათვალისწინებით, პრემიერ ლიგაში შესაძლოა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მწვრთნელი ვიხილოთ.
შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტი წლების განმავლობაში: ემპოლის, სამპდორიას, ვენეციას, უდინეზეს, რომას, ზენიტის, ინტერისა და ნაპოლის მწვრთნელი იყო, ბოლოს კი 2023-2025 წლებში იტალიის ეროვნულ ნაკრებში იმუშავა.