Belive

საინტერესო სიახლე იაპონიის ჩემპიონატში - მატჩი ფრედ აღარ დასრულდება...

13 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

იაპონიის ფეხბურთის ფედერაციამ, ლიგის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად ძალიან საინტერესო სიახლე დანერგა, რასაც დააკვირდებიან და თუ მათი იდეა გამართლდება, შესაძლოა იაპონიის ჩემპიონატი მუდმივად ამ სტილში ჩატარდეს.

ახალი სეზონიდან მატჩებში ფრე აღარ დაფიქსირდება და ყველა თამაშს ეყოლება გამარჯვებული. ამიერიდან, თუ თამაში ფრედ დასრულდება, გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია ჩატარდება. პენალტების სერიაში გამარჯვებული გუნდი 2 ქულას მიიღებს, ხოლო წაგებული გუნდი - 1 ქულას.

ქულების სისტემა შემდეგნაირი იქნება:

  • მოგება ძირითად დროში: 3 ქულა

  • მოგება პენალტებში: 2 ქულა

  • წაგება პენალტებში: 1 ქულა

  • წაგება ძირითად დროში: 0 ქულა

როგორც თავად იაპონელები საუბრობენ, ამ ახალი სისტემის მიზანი ფრეების სრულად აღმოფხვრა და ყველა მატჩში აჟიოტაჟისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდაა.

ჯერჯერობით ეს სისტემა ვრცელდება მხოლოდ 2026 წლის გარდამავალ სეზონზე და არა კალენდრის ცვლილების შემდეგ სრულ ოფიციალურ ლიგაზე.

სხვა სტატიები