სპალეტი ჩრდ. მაკედონიასთან მატჩზე: ,,ასეთ მოედანზე ზუსტი პასი შეუძლებელია''
იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ, ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამართულ მატჩზე ისაუბრა:
,,მოედანზე არსებული ქაოსის გამო, გაგვიჭირდა. გარდა ამისა, დაცვაში არც თუ ისე დამაჯერებლად ვითამაშეთ.
ჩემმა გუნდმა ღირსეული თამაში აჩვენა, რის შემდეგაც პროგრესი შესაძლებელი და აუცილებელია. მატჩს უნდა გადავხედოთ და შეცდომებზე ვიმუშაოთ, ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ვარჯიში...
შეგვეძლო, უფრო ხარისხიანი ფეხბურთი გვეთამაშა, მაგრამ ასეთ მოედანზე ზუსტი პასი შეუძლებელია.'' - განაცხადა სპალეტიმ.
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი ჩრდილოეთ მაკედონიასა და იტალიას შორის ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.
სპალეტის გუნდს 3 შეხვედრის შემდეგ 4 ქულა აქვს და ჯგუფის მე-3 პოზიციაზეა.
,,სკუადრა აძურა'' მომავალ მატჩს სამშაბათს, 12 სექტემბერს, უკრაინის წინააღმდეგ გამართავს.