იტალიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.
,,სკუადრა აძურას'' განაცხადში 27 ფეხბურთელია, მათ შორის ერთი დებიუტანტი - ვერონას 21 წლის ცენტრალური მცველი - დიეგო კოპოლა:
მეკარეები -დონარუმა, მერეტი, ვიკარიო
მცველები - აჩერბი, ბასტონი, ბუონჯორნო, კამბიაზო, კოპოლა, დი ლორენცო, დიმარკო, გაბია, გატი, უდოჯი, ძაპაკოსტა
ნახევარმცველები - ბარელა, კასადეი, ფრატეზი, ლოკატელი, რიჩი, როველა, ტონალი
თავდამსხმელები - კინი, ლუკა, მალდინი, ორსოლინი, რასპადორი, რეტეგი
იტალიის ნაკრები 6 ივნისს ნორვეგიას ესტუმრება, 9-ში კი მოლდოვას უმასპინძლებს.
Spalletti's squad list for our World Cup qualifiers against Norway and Moldova 📋#Azzurri #VivoAzzurro pic.twitter.com/AcLyKk7ozx
— Italy ⭐️⭐️⭐️⭐️ (@Azzurri_En) May 26, 2025