Belive

სპალეტი: ,,ჩემს ფეხბურთელებს ვიცნობ და ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მილანზე უკეთ ითამაშონ''

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

,,ნაპოლის'' მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ, ,,მილანთან'' გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,ჩემპიონთა ლიგა მშვენიერი ტურნირია და გვინდა, რომ მომენტით დავტკბეთ. იმედი მაქვს, წინ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი თამაშები გველის. ხვალ ,,მილანთან'' შეხვედრაში ენთუზიაზმი უნდა გამოვავლინოთ.

ეს ჩემპიონების შეჯიბრია, ჩვენ კი ბევრი ჩემპიონი გვყავს. მე ვიცნობ ჩემს გუნდს და ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ,,მილანზე'' უკეთ ითამაშონ.

ოსიმენის არყოფნა? გარისკვის ნაცვლად ვამჯობინეთ, რომ შემდეგი მატჩისთვის გამოგვეყენებინა. ჩვენ მნიშვნელოვანი მატჩები ვიქტორის გარეშეც მოვიგეთ. ახლაც იმავეს ველოდები: მას, ვინც მოედანზე გადის, თანაგუნდელების ნდობა უნდა ჰქონდეს.

გვარდიოლა? მისი პასუხიდან მივხვდი, რომ ჩემი ნათქვამი სწორად ვერ გაიგეს. პეპის წინაშე ქედს ვიხრი, რადგან მისგან ბვრი რამ ვისწავლე. ძალიან გვიხარია, როცა ისეთი მწვრთნელი, როგორიც გვარდიოლაა, ,,ნაპოლიზე'' კარგ რაღაცებს ამბობს, თუ ვერ მიხვდა, რას ვგულისხმობდი, ბოდიშს ვუხდი. თუ მკითხავთ იმაზე, რაც გვარდიოლამ თქვა (ჩემპიონთა ლიგის შესაძლო მოგებაზე), ეს სხვა საკითხია. არ უნდა ავღელდეთ და ამ შეჯიბრში რაღაცის დამტკიცებას არ უნდა ვეცადოთ, ჩვენ ისტორია უკვე დავწერეთ. ახლა სახე უნდა შევინარჩუნოთ, რომ გვქონდეს ის სიამაყე და ძალა, რაც მოედანზე გამოვიმუშავეთ. შემდეგ კი იმედი მაქვს, გვარდიოლასთან ერთად ამ ყველაფერზე თურქულ ყავაზეც ვიცინებთ,'' - განაცხადა სპალეტიმ.

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ,,მილანი” ,,ნაპოლის” უმასპინძლებს. მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები