სიმეონეს ატლეტიკოს გაძლიერება რასპადორის მიყვანით სურს
SKY SPORTS-ის ცნობით, ატლეტიკო მადრიდმა ნაპოლის 30 მილიონი ევროს ღირებულების შეთავაზება გაუკეთა (ბონუსების ჩათვლით), მადრიდულ კლუბს ნეაპოლელებისგან ჯაკომო რასპადორის შეძენა უნდა, თუმცა ნაპოლი 35 მილიონ ევროს ელის.
ატლეტიკოს პრეზიდენტმა, ენრიკე სერესომ კლუბის მთავარ მიზნად ტრიპლეტის მოგება დაისახა, რამაც ახალი ფეხბურთელის დამატების აუცილებლობა წარმოშვა, თუმცა როდრიგო დე პოლისა და ანხელ კორეას წასვლით (ლემარიც წამსვლელთა სიაშია), მხოლოდ ალექს ბაენას დამატებამ ატლეტიკოს შეტევა საკმარისად ვერ გააძლიერა. მათ ინტერესი გამოთქვეს ატალანტას თავდამსხმელის, ადემოლა ლუკმანის მიმართ, თუმცა ნიგერიელმა ფეხბურთელმა შეთავაზება უარყო და ცხადყო, რომ მხოლოდ ინტერში გადასვლა აინტერესებს.
ატლეტიკო იმედოვნებს, რომ ნაპოლისთან მოლაპარაკებები შეუფერხებლად წარიმართება და რასპადორის შეძენას შეძლებენ. ამასობაში, რასპადორის მომავლის სწრაფად გარკვევა უნდა, რადგან ანტონიო კონტემ იტალიელი ვინგერი გასაყიდად გაამზადა, რადგან ფეხბურთელების დასამატებლად თანხების მოზიდვას ცდილობს.