Belive

სპალეტი: "ბურთი გულუბრყვილოდ მოვიგერიეთ, ვულოცავ ვესინოს"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს 25-ე ტურის გამხსნელ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" შინ "ლაციოსთან" 0:1 დამარცხდა. გოლის ეპიზოდში ქართველი შემტევი სიტუაციის განმუხტვას და ბურთის მოგერიებას ცდილობდა, თუმცა მოგერიებული ბურთი მატიას ვესინოს მიუვიდა და ურუგვაელმაც შორი მანძილიდან ბრწყინვალედ დაარტყა.

მატჩის შემდეგ ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ კომენტარი გააკეთა:

" ვფიქრობ ხარისხი დაგვაკლდა. ნახევარდაცვა ამ მატჩში გადამწყვეტი ფაქტორი იყო, ლობოტკა მეტოქემ კარგად დაკეტა, ჩვენ კი ნახევარმცველი გამოსათავისუფლებად საკმარისი პასები არ გავაკეთეთ. "ლაციომ" ითამაშა ისე, როგორც ველოდი, ჩვენ კი ყველაზე ცუდი გადაწყვეტილებები მივიღეთ. გოლის ეპიზოდში ბურთი გულუბრყვილოდ მოვიგერიეთ, ვესინომ კი მოძებნა სივრცე რაჰმანისა და ძელს შორის და შესანშნავი გოლი გაიტანა, ვულოცავ. გასახდელში ყველა მოწყენილი იყო, თუმცა საჭეს არც ერთი ჩემი ფეხბურთელი არ გაუშვებს ხელს."

"ლაციომ" ამ მოგებით "ნაპოლის" 8-მატჩიანი მოგებათა სერია დაასრულა, თუმცა "პარტენოპეი" სატურნირო ცხრილს დამაჯერებლად ლიდერობს. "ნაპოლი" შემდეგ მატჩს 11 მარტს, შინ, "ატალანტას" წინააღმდეგ ჩაატარებს.

სხვა სტატიები