Belive

კარლო ანჩელოტი: "ხვიჩა კვარაცხელია დიდი ფეხბურთელია"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

იმის ფონზე, რომ საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ მადრიდის "რეალის" ინტერესის არსებობაზე ევროპული მედია აქტიურად საუბრობს, "ბლანკოსების" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, 22 წლის ქართველი ვარსკვლავი შეაქო.

"კვარაცხელია დიდი ფეხბურთელია, ვიქტორ ოსიმენთან ერთად კარგად თამაშობს, ისინი ძალიან ეფექტურები არიან.

იტალიური კლუბები ჩემპიონთა ლიგაზე კარგად თამაშობენ. მეოთხედფინალში შესაძლოა იტალიიდან სამი კლუბი იყოს, რაც ევროპისთვის დიდი სიგნალია", - თქვა 63 წლის იტალიელმა სპეციალისტმა.

კარლო ანჩელოტი, რომელმაც უეფას ჩემპიონთა ლიგის მოგება ყველაზე მეტჯერ, ოთხჯერ მოახერხა, "ნაპოლის" 2018 წლის 1 ივლისიდან 2019 წლის 10 დეკემბრამდე ხელმძღვანელობდა, გუნდი მოედანზე 73 შეხვედრაში (38 გამარჯვება, 19 ფრე, 16 მარცხი) გაიყვანა და გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხვიჩა კვარაცხელიას დამატების სურვილი სწორედ ნეაპოლურ კლუბში მუშაობის დროს ჰქონდა.

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, მას 2022/23 წლების სეზონში “ნაპოლის” შემადგენლობაში 28 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი და 12 საგოლე პასი გაკეთებული.

სხვა სტატიები