სოციალურ ქსელში ლა ლიგის ახალი ლოგო გავრცელდა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლა ლიგა მომავალი სეზონისთვის ლოგოს შეცვლას აპირებს. აღსანიშნავია, რომ 30 წლის განმავლობაში ესპანეთის უმაღლესი დივიზიონის სიმბოლო არ შეცვლილა.
Footy Headlines-ის თანახმად, ახალი ლოგო ძველისგან რადიკალურად განსხვავებული იქნება, რომელზეც "ll" სიმბოლო იქნება დატანილი, რაც ლა ლიგას ნიშნავს.
Footy Headlines-ს ასევე იტყობინება, რომ ესპანეთის უმაღლეს დივიზიონს LIGA BBVA-ს ნაცვლად, LaLiga EA Sports FC ეწოდება.