თამაში დაფასდა - ბუდუ ზივზივაძის ღირებულება 2-ჯერ გაიზარდა!
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "კარლსრუეს" 30 წლის ფორვარდის - ბუდუ ზივზივაძის სატრანსფერო ღირებულება გაორმაგდა. განახლებული მონაცემებით, "კარლსრუეს" ქართველი შემტევის ღირებულება 900 000 ევროდან 1 800 000 ევრომდე გაიზარდა.
ამ ღირებულებით, ბუდუ ზივზივაძე "კარლსრუეში" ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა.
საქართველოს ნაკრების 30 წლის თავდამსხმელმა, ახალი სეზონის სტარტზე ყველა ტურნირზე 7 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა. ამ წამის მონაცემებით, ბუდუ ზივზივაძე ბუნდესლიგა 2-ის ბომბარდირთა დავაში, 6 გატანილი გოლითა და 2 შესრულებული საგოლე გადაცემით ლიდერობს.
რაც შეეხება მის გუნდს, "კარლსრუე" ჩემპიონატში წაუგებლად ლიდერობს და შემდეგ მატჩს "კიოლნთან" 29 სექტემბერს ჩაატარებს.