Belive

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო ბენზემას აკრიტიკებენ

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

როგორც უკვე იცით, FIFA-ს საუკეთესო მოთამაშე ლიონელ მესი გახდა, რომელმაც ეს ტიტული მესამედ მოიპოვა. არგენტინელის გამარჯვება მოსალოდნელი იყო, რადგან ლეომ ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის მოგება შეძლო.

მას შემდეგ, რაც FIFA-მ საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინა, ქარიმ ბენზემამ საკუთარ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომელმაც დიდი კრიტიკა დაიმსახურა. ოქროს ბურთის გამარჯვებულმა საკუთარი შედეგები შეგვახსენა, რომელიც 2021 წლის აგვისტოდან დააფიქსირა.

image

ამ ყველაფრით ფრანგს სურდა ეთქვა, რომ საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულს ის იმსახურებდა. მისმა ასეთმა საქციელმა ფეხბურთის გულშემატკივარი გააღიზიანა.

"ბენზემასგან ასეთ საქციელს ველოდი"

"არ მჯერა, რო მან ეს დაპოსტა"

"რატომ არის ბენზემა ასეთი შურიანი"

"მტირალა ბავშვი" - ასე გამოეხმაურნენ ფანები ქარიმ ბენზემას პოსტს სოციალურ ქსელში.

"რეალის" თავდამსხმელს ამ სეზონში 25 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 18 გოლის გატანა შეძლო. ამ ყველაფერთან ერთად, ქარიმმა 5 საგოლე გადაცემაც მიითვალა.

სხვა სტატიები