მარკუს რაშფორდი პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევი - მარკუს რაშფორდი, თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
"დანარჩენი ბიჭებისა და გუნდის წევრების გარეშე ამას ვერ შევძლებდი. ჩვენ ყოველთვის დავინახავთ სინათლეს გვირაბის ბოლოს".
მარკუს რაშფორდმა თებერვლის თვეში პრემიერ ლიგაში 5 გოლის გატანა შეძლო, "მანჩესტერი" კი პრემიერ ლიგის ცხრილში მესამე ადგილს, 49 ქულით იკავებს.