,,სონს გაუმართლა, რომ მამამისი სოლსკიაერზე უკეთესია'' - ჟოზემ ოლეს უპასუხა
3 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,პირველ ყოვლისა, უნდა ვთქვა, რომ სოლსკიაერის კომენტარის შემდეგ ძალიან გაკვირვებული ვარ. ამის შესახებ ოლეს უკვე ვესაუბრე. მსგავსი რამ მე რომ მეთქვა, რა რეაქცია გექნებოდათ? სონს ძალიან გაუმართლა, რომ მამამისი, როგორც ადამიანი, ოლეზე უკეთესია. მე მამა ვარ და ჩემი, როგორც მშობლის, მოვალეობაა, რომ ყოველთვის ვიზრუნო შვილებზე, არ აქვს მნიშვნელობა, ისინი როგორც იქცევიან... თუ იპარავ იმისთვის, რომ შენი შვილები გამოკვებო, მაშინ მოიპარე. ძალიან, ძალიან იმედგაცრუებული ვარ... ოლეს ვუთხარი, მის სიტყვებზე რასაც ვფიქრობ,'' - მოურინიოს სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.პრემიერლიგის 31-ე ტურში ლონდონის ,,ტოტენჰემმა'' ,,მანჩესტერ იუნაიტედს'' უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა.