Belive

"ჩემი განცდა მატჩის დაწყებიდან 5 წუთის შემდეგ იყო, რომ გავიმარჯვებდით" - ჟოზე მოურინიო

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

სერია ა-ს მე-17 ტურის მატჩში "რომამ" "ნაპოლი" 2:0 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ მოურინიომ პრესკონფერენციაზე მატჩის შესახებ ისაუბრა

შობის წინ ბოლო თამაში ცვლის მოთამაშეების და მწვრთნელების განწყობას. მე ველაპარაკე ბიჭებს ამის შესახებ, ჩვენ უნდა გაგვეხარებინა გულშემატკივრები და ეს შევძელით.

ჩემი განცდა მატჩის დაწყებიდან 5 წუთის შემდეგ იყო რომ გავიმარჯვებდით. "რომამ" ძალიან კარგად ითამაშა "ნაპოლის" წინააღმდეგ, გვქონდა თავიდანვე 2 შესანიშნავი შანსი. ჩვენ ვაკონტროლებდით მატჩს გუნდთან, რომელსაც ჩვენზე ბევრად მეტი ხარისხი აქვს.

10 კაცის წინააღმდეგ ჩვენ გავიტანეთ გოლი და მაქსიმალურად გამოვიყენეთ სიტუაცია, ასევე ეს შევძელით ჩვენი ცვლილებებით და ჩვენი ფეხბურთელების თამაშის ინტერპრეტაციით. ვფიქრობ, ჩვენ ეს სრულად დავიმსახურეთ.

დღეს მთავარი გეგმა იყო, რომ პრესინგი შეგვენარჩუნებინა და ეს კარგად გამოგვივიდა. ასევე ლუკაკუსთან ერთად შევძელით უფრო დიდი ფიზიკურობით თამაში ნაპოლის ორი ცენტრალური მცველის წინააღმდეგ. - ჟოზე მოურინიო

სხვა სტატიები