"მანჩესტერს გეგმის შემუშავება მოუწევს, რათა მიქაუტაძე შეაჩეროს" - Manchester Evening News
7 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ევროპა ლიგის 1/4-ფინალში "მანჩესტერ იუნაიტედი" "ლიონს" დაუპირისპირდება, მატჩი 10 აპრილს 23:00 საათზე დაიწყება. მანჩესტერული გამოცემა, Manchester Evening News "წითელი ეშმაკების" შანსებზე წერს და გიორგი მიქაუტაძის კარგ ფორმაზე ამახვილებს ყურადღებას.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მიმდინარე სეზონში ერთადერთი შანსი ევროპა ლიგის მოგებაა, რადგან პრემიერ ლიგაში მე-13 ადგილზე იმყოფებიან, ასევე არცერთ ინგლისის თასზე არ ასპარეზობენ. რუბენ ამორიმს შეუძლია პირველი რთული სეზონი თასით დაასრულოს.
მაგრამ "იუნაიტედმა" გზად "ლიონი" უნდა გაიაროს, მათ კი კონკრეტული გეგმის შემუშავება მოუწევთ, რათა ლიონელთა ბომბარდირი გიორგი მიქაუტაძე შეაჩერონ. 24 წლის ფეხბურთელმა თავი გასულ ზაფხულს გერმანიაში გამართული ევროპის ჩემპიონატის დროს გამოიჩინა. ჟორჟმა სამივე ჯგუფური ეტაპის თამაშში გაიტანა, რითაც 1/8-ფინალის საგზურიც მოიპოვა, ამ მატჩების შემდეგ მან შექება დაიმსახურა მანჩესტერელთა ლეგენდისგან, როი კინისგანაც.
საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დამარცხდა, მაგრამ მიქაუტაძემ ტურნირზე წარუშლელი კვალი დატოვა, 3 გოლი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ერთ-ერთი ბომბარდირი გამხდარიყო. იმავე ზაფხულს ქართველი "მეციდან" "ლიონში" გადავიდა და საკლუბო დონეზეც გააგრძელა კარგად თამაში, მას ამ სეზოში ყველა ტურნირზე 14 გოლი აქვს გატანილი.
პაულო ფონსეკას გაწვრთნილ გუნდში გიორგი მიქაუტაძე ცდილობს, რომ მაქსიმალურად გუნდს მოერგოს და დაუნდობელი იყოს კარის წინ.
ერთ-ერთი მატჩიდან გიორგი მიქაუტაძის კომენტარი: "რა თქმა უნდა, მე ვარ ფეხბურთელი, რომელსაც უყვარს ბურთის ფლობა, ველაპარაკე მწვრთნელს ამის შესახებ და ერთად ვუყურეთ რამდენიმე ვიდეოს. მან მითხრა, რომ არ მჭირდება ბურთთან ბევრი შეხება. მთავარი გოლების გატანაა, რაც მე გავაკეთე ("მონპელიესთან"). ჩვენ სამომავლოდ დავაკვირდებით თუ რა იქნება გასაუმჯობესებელი, ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის."
"ლიონი" ლიგა 1-ში მე-5 ადგილს იკავებს და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრას იბრძვის, ისინი ასევე კარგად გამოიყურებიან ევროპა ლიგაზეც. მანჩესტერელებისთვის მათთან თამაში დიდი გამოცდა იქნება, რადგან თუ ამორიმის გუნდი წინსვლას აპირებს, მათ უნდა შეიმუშავონ გეგმა, რომლითაც გააჩერებს ფეხბურთელს, რომელმაც იცის თუ როგორ უნდა აჩვენოს მაღალი დონე დიდ სცენაზე. - Manchester Evening News