Belive

სოლსკიაერი: "თავიდანვე არ მსურდა რონალდუს კლუბში დაბრუნება, თუმცა უარის თქმა რთული იყო..."

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მანჩესტერ იუნაიტედის" დატოვების შემდეგ, ნორვეგიელი მწვრთნელი - ოლე გუნარ სოლსკიაერი, ჟურნალისტებთან პირველად გამოჩნდა და ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. 

მან "წითელ ეშმაკებში" გატარებულ დროზე, სირთულეებსა და შიდა სამზარეულოზე ისაუბრა. ყველაზე საინტერესო პასუხი კი კრიშტიანუ რონალდუს თემას გასცა. 

,,მე თავიდანვე არ მსურდა, რონალდუს ,,მანჩესტერში'' დაბრუნება, მისი სურვილის მიუხედავად, რადგან იგი ჩვენი გუნდის სტანდარტებში ვერ ჩაჯდებოდა. მე სრულიად სხვა ტაქტიკა და სათამაშო სისტემა მქონდა დალაგებული.

თუმცა ყველაფერი სხვანაირად განვითარდა, იგი კლუბში თავს ძალიან კარგად გრძნობდა. გულშემატკივრები კი უბედნიერესები იყვნენ მისი დაბრუნებით, თუმცა ერთ დღესაც ყველაფერი აირია..." - ოლე გუნარ სოლსკიაერი

შეგახსენებთ, რომ 50 წლის ნორვეგიელი მწვრთნელი მანჩესტერულ კლუბში 2018-2021 წლებში მუშაობდა, 2021 წელს კი კლუბიდან გააგდეს და მის ადგილზე დროებით მწვრთნელად მაიკლ კერიკი დაინიშნა. 

სხვა სტატიები