მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფები ცნობილია | გასათამაშებელი მხოლოდ 6 ადგილია
სანაკრებო ფეხბურთისთვის, 2025 წელი დასრულებულია. ნოემბრის მატჩების შემდეგ ცნობილია ის 42 ეროვნული ნაკრები, ვინც მუნდიალის საგზური გაინაღდა.
მსოფლიო ჩემპიონატი 2026 წელს ჩრდილოეთ ამერიკის სამ ქვეყანაში – აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში ჩატარდება. ტურნირი 11 ივნისს დაიწყება და 19 ივლისს დასრულდება. ისტორიაში პირველად, ტურნირში მონაწილეობას 48 ნაკრები მიიღებს (მხოლოდ 6 ადგილი დარჩა გასათამაშებელი).
ევროპის ზონის პლეი-ოფის მონაწილეები
A ბადე
იტალია Vs. ჩრდილოეთ ირლანდია
უელსი Vs. ბოსნია
B ბადე
უკრაინა Vs. შვედეთი
პოლონეთი Vs. ალბანეთი
C ბადე
თურქეთი Vs. რუმინეთი
სლოვაკეთი Vs. კოსოვო
D ბადედანია Vs. მაკედონია
ჩეხეთი Vs. ირლანდია
2 საგზური კონფედერაციათა შორის პლეი-ოფში გათამაშდება, რომლის მონაწილეებიც არიან: ერაყი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, იამაიკა, სურინამი, ბოლივია, ახალი კალედონია.
კონფედერაციათა შორის პლეი-ოფი
A ბადე
კონგო
ახალი კალედონია Vs. იამაიკა
B ბადე
ერაყი
ბოლივია Vs. სურინამი
პლეი-ოფის მატჩები 2026 წლის მარტში ჩატარდება.
🚨 𝐎𝐅𝐅𝐈𝐂𝐈𝐀𝐋: The draw for the European World Cup playoffs 🏆 pic.twitter.com/mrCR16zY4J
— 433 (@433) November 20, 2025