Belive

ისტორიული მიღწევა - ბარსელონამ ლა ლიგაში რეალის რეკორდი გაიმეორა

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლა ლიგის 33-ე ტურში ,,ბარსელონამ'' ,,მალიორკას'' უმასპინძლა, შეხვედრა კატალონიელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. შედეგად, "ბარსელონა" ლა ლიგის ტიტულისკენ სვლას განაგრძობს.

ალბათ ყველასთვის მოულოდნელია ტაბლოზე დაფიქსირებული ანგარიში, რადგან კატალონიელებმა მეტოქე ძალიან დაჩაგრეს და მხოლოდ პირველ ტაიმში 24-ჯერ დაურტყეს, თუმცა ტაიმი 0:0 დასრულდა. მეორე ტაიმში კი ლიდერებმა 16-ჯერ შეძლეს მეტოქის კარისკენ დარტყმა, ანგარიში კი ტაიმის სტარტზევე - დანი ოლმომ გახსნა.

კატალონიელებმა ლა ლიგის ისტორია გადაწერეს - კერძოდ, ლა ლიგის ისტორიაში ეს მეორე შემთხვევა იყო, როდესაც ერთმა გუნდმა შეძლო და მეტოქის კარისკენ 40-ჯერ დაარტყა. პირველად ასეთი ფაქტი 2011 წელს დაფიქსირდა, სადაც "რეალმა" "სარაგოსა" გაანადგურა.

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგაში, "ბარსელონა" "სამეფო კლუბს" 4 ქულით უსწრებს. ლა ლიგის ეგიდით, ელ კლასიკო 11 მაისს, ბარსელონაში გაიმართება.

სხვა სტატიები