Belive

Sofascore-მა სამპდორიასთან მატჩში ყველაზე დაბალი შეფასება კვარაცხელიას დაუწერა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს მე-17 ტურში ,,ნაპოლიმ'' ,,სამპდორია'' სტუმრად 2:0 დაამარცხა.

მატჩში 63 წუთი ითამაშა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომლის ასპარეზობა ვებგვერდმა, Sofascore-მა 6,3 ქულით შეაფასა, რაც ნეაპოლური გუნდის შემადგენლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ხვიჩა ბურთს სულ 44-ჯერ შეეხო, კარში ერთხელ დაარტყა, კარისკენ - 2-ჯერ, 23-დან 22 ზუსტი პასი გააკეთა და 3 წარუმატებელი დრიბლინგი ჰქონდა.

Whoscored-მა კვარაცხელიას ნეაპოლური კლუბის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებს შორის ასევე ყველაზე დაბალი - 6,4 ქულა დაუწერა.

სერია A-ს 17 ტურის შემდეგ, ,,ნაპოლის'' 44 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა. სპალეტის გუნდი მომავალ მატჩს პარასკევს, 13 იანვარს, ,,იუვენტუსის'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები