Belive

"კვარაცხელია განსხვავებული ფეხბურთელი იყო, მას თამაშში ხალისი შეჰქონდა" - ნაპოლის ყოფილი ვარსკვლავი

13 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს წლევანდელი სეზონის ჩემპიონობისთვის "ინტერი", "ნაპოლი" და "ატალანტა" იბრძვიან. სკუდეტოსათვის ბრძოლაში მთავარი ფავორიტები "ინტერი" და "ნაპოლი" არიან, თუმცა ნეაპოლიტანური კლუბის ყოფილი ვარსკვლავი მიიჩნევს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე მოთამაშე "ნაპოლი" წარმატებას ვერ მიაღწევს.

Gazzetta dello Sport "პარტენოპეის" ყოფილი შემტევის, კარეკას ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც ის აღნიშნავს, რომ ხვიჩა კვარაცხელია განსხვავებული სტილის მოთამაშეა.

"ინტერი" და "ნაპოლი" სკუდეტოსტვის ბრძოლის მთავარი კანდიდატები არიან და ეს ბრძოლა სეზონის ბოლომდე გაგრძელდება. ასევე არ შეიძლება "ატალანტას" გამორიცხვა. "ნაპოლიმ" აუცილებლად უნდა მოუმატოს, თუმცა კვარაცხელიასა და ტრავმირებული ნერეშის გარეშე, "პარტენოპეის" ძალიან გაუჭირდება. კვარაცხელიას წასვლა "ნაპოლისთვის" დიდი დანაკლისია.

მასთან ერთად "პარტენოპეი" განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობდა. კვარაცხელია სხვა სტილის მოთამაშეა, რომელიც მუდამ შეტევაზეა ორიენტირებული. მაშინაც კი, როდესაც მოწოდების სიმაღლეზე არ იყო, შეეძლო მეტოქის მცველებისვის ხიფათი შეექმნა. რეალობა ისაა, რომ კვარაცხელია ახლა "პარი სენ-ჟერმენის" ფეხბურთელია. ფრანგებმა მასში დიდი ფული გადაიხადეს და ესეც მეტყველებს, რამდენად დიდი მოთამაშეა. ვფიქრობ, კვარა რომ დარჩენილიყო "ნაპოლის" საჩემპიონო შანსები გაცილებით მაღალი იქნებოდა. - კარეკა.

შეგახსენებთ, კარეკა "ნაპოლის" ღირსებას 1987-93 წლებში იცავდა და "პარტენოპეის" მაისურით 73 გოლის გატანა შეძლო.

სხვა სტატიები