Belive

სლუცკი: "ნაპოლიმ ლატარეაში გაიმარჯვა - ერთი წლით ადრე ამის შანსი ტოტენჰემს ჰქონდა"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ 22 წლის ქართველი ტალანტის შესახებ ისაუბრა.

გამოცდილმა რუსმა სპეციალისტმა, რომელიც ხვიჩასთან ერთად ყაზანის "რუბინში" მუშაობდა, "ნაპოლის" სატრანსფერო ბრძოლაში გამარჯვება მიულოცა და გაიხსენა, რომ ქართველი ტალანტის დამატების შანსი ლონდონის "ტოტენჰემსაც" ჰქონდა.

"ვულოცავ "ნაპოლის", რადგან მათ ლატარეა მოიგეს. მათ თითქმის არაფრის სანაცვლოდ მიიღეს 100 მილიონი ევროს ღირებულების ფეხბურთელი.

ერთი წლის წინ "ტოტენჰემის" მხრიდან ძალიან სერიოზული ინტერესი იყო. ეს თითქმის დასრულებული გარიგება იყო", - თქვა 51 წლის რუსმა სპეციალისტმა.


ხვიჩა კვარაცხელიამ ლეონიდ სლუცკის ხელმძღვანელობით "რუბინში" 55 შეხვედრაში ითამაშა, 7 გოლის გატანა და 17 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. რაც შეეხება "ნაპოლის", აქ კვარას აქტივში 32 შეხვედრაში 14 გოლი, 14 საგოლე პასი და 5 მოპოვებული პენალტია.

სხვა სტატიები