Belive

სლოვანი შტურმთან ისევ დამარცხდა | ოთარ კიტეიშვილის გუნდი მომდევნო ეტაპზეა

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

კონფერენს ლიგის 1/16-ფინალის მეორე შეხვედრაში გურამ კაშიას და ჯაბა კანკავას ბრატისლავის "სლოვანი" ოთარ კიტეიშვილის გრაცის "შტურმთან" მეორე შეხვედრაშიც დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა ამჯერად 0:1 (პირველი შეხვედრის ანგარიში 4:1), ერთადერთი გოლის გატანა მიკა ბირითმა მოახერხა.

სამივე ქართველმა ფეხბურთელმა შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. ჯაბამ შეხვედრა შეუცვლელად ითამაშა, გურამ კაშია 87-ე წუთზე შეიცვალა, ხოლო ოთარ კიტეიშვილმა მოედანი 65-ე წუთზე დატოვა.

სხვა სტატიები