შტურმმა ზალცბურგი კიტეს დუბლით დაამარცხა | ქართველის შეფასება
ავსტრიის ბუნდესლიგის 25-ე ტურის შეხვედრაში გრაცის "შტურმმა" "ზალცბურგი" ოთარ კიტეიშვილის დუბლით 1:2 დაამარცხა. ქართველმა ფეხბურთელმა პირველი გოლი 48-ე წუთზე პენალტის ნიშნულიდან გაიტანა, მეორე კი 70-ე წუთზე.
ოთარ კიტეიშვილი Sofascore-მა უმაღლესი მაჩვენებლით შეაფასა - 8.8. კიტემ შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 84-ე წუთზე შეცვალეს. ქართველმა ნახევარმცველმა კარში 2-ჯერ დაარტყა და ორივე გაიტანა, ერთხელ კი კარისკენ დაარტყა, ბურთს 61-ჯერ შეეხო, 35 გადაცემიდან 24 ზუსტად შეასრულა, ერთხელ ჰქონდა დრიბლინგის მცდელობა და წარმატებული გამოდგა, 12 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 6-ში გამარჯვებული დარჩა.
გრაცის "შტურმი" სატურნირო ცხრილში 30 ქულით პირველ ადგილზეა და მეორეადგილოსან ვენის "ავსტრიას" 3 ქულით უსწრებს. მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 20 აპრილს, 16:30 საათზე "ლინცის" წინააღმდეგ გამართავს.
ოთარ კიტეიშვილს მიმდინარე სეზონის ყველა ტურნირზე 12 გოლი და 3 საგოლე გადაცემა აქვს.